ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა
ბათუმში, მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ვერცხლის მედალი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, 14 წლამდე გოგონებში ანასტასია კირთაძემ მოიპოვა. 10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის კი, ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ბარბარე ჭიოკაძე გახდა. ხოლო კომპოზიციების ამოხსნაში პლანეტის პირველობის ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი კესარია მგელაძე გახდა. ტურნირში სულ 40-მდე ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე გამოდიოდა, მათ შორის 120 ქართველი იყო.
