ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გამართულ, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ტურიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში განიხილავენ პრიორიტეტულ პროექტებს, ტურიზმის სფეროს მიმდინარე საკითხებს, მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. შეხვედრა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კომისიის წევრები ხვალ თბილისის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.
