ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი
პარლამენტის თავმჯდომარე, ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე. შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას, მათ შორის, ევროპის საბჭოს ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობის დროს. დომინიკ ჰასლერმა აღნიშნა, რომ ლიხტენშტაინი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
