იტალიაში საფრანგეთისკენ მიმავალი თურქული სავაჭრო გემის გატაცების მცდელობა აღკვეთეს
იტალიაში საფრანგეთისკენ მიმავალი თურქული სავაჭრო გემის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. არალეგალთა 15 კაციანი ჯგუფი, რომელიც გემზე იმალებოდა, ნეაპოლის ყურეში გემის ეკიპაჟს თავს დაესხა. ადგილზე გაიგზავნა იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეციალური ქვედანაყოფი. გამტაცებლები სპეცდანიშნულების რაზმმა გაანეიტრალა. ყველა მათგანი დაკავებულია. ინციდენტს მეკობრეობის კვალიფიკაცია მიენიჭა.
