კორუფციული სკანდალის ერთ-ერთი მოქმედი პირი ევა კაილი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
კორუფციული სკანდალის ერთ-ერთი მოქმედი პირი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი მომავალ კვირას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას „პოლიტიკო“ კაილის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს და იუწყება, რომ ბრიუსელის სასამართლო საბჭომ, გამომძიებელი მოსამართლისა და ფედერალური მოსამართლის თანხმობით, გადაწყვიტა, უფლება მიეცეს ევა კაილის, სტრასბურგში მოვალეობების შესასრულებლად გაემგზავროს.
