შოტლანდიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლა სტერჯენი დააკავეს
შოტლანდიაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლა სტერჯენი დააკავეს, თუმცა გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, 52 წლის სტერჯენს შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს.
