ტყვეების გაცვლა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი, მათ შორის „აზოვსტალის“ დამცველები დაიბრუნა. გათავისუფლებულებს შორისაა უკრაინის შეიარაღებული ძალების 51 წარმომადგენელი. მათ შორის თავდაცვის ძალების 15, ეროვნული გვარდიის 29 წევრი, 11 მესაზღვრე და ოთხი სამხედრო მეზღვაური. მათგან ორი ოფიცერია, დანარჩენები კი რიგითები და სერჟანტები. ტყვეთა გაცვლის მორიგ ეტაპზე უკრაინამ რუსეთს 100 ჯარისკაცი გადასცა.
