რუსეთი უკრაინას გემზე თავდასხმაში სდებს ბრალს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარუმატებლად სცადეს თავდასხმა შავი ზღვის ფლოტის გემზე, რომელიც შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის" გაზსადენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული გემის ეკიპაჟმა უკრაინული უპილოტო თვითმფრინავები გაანადგურა. უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
