საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონპროექტი ბიუროს დღეს წარედგინება. ცვლილებებით, მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს მოქალაქეობას, საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ მიიღებს. ასევე სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნაზე შემოწმდება. კიდევ ერთი ცვლილებით, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისთვის განმეორებით მიმართვის ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება.
