ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლების და სპორტის მინისტრი საქართველოში შეხვედრებს მართავს
ამ წუთებში დომინიკ ჰასლერი პარლამენტშია და შალვა პაპუაშვილს ხვდება. მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ილია დარჩიაშვილთან საუბარი იყო ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე და უკრაინაში მიმდინარე ომზე. დღესვე შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
