ყაზახეთი-აზერბაიჯანის რაგბის ფედერაციის წარმომადგენლების ვიზიტი
საქართველოს 3-დღიანი ვიზიტით ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ დაათვალიერეს სარაგბო ბაზები და ინფრასტრუქტურა თბილისში, რუსთავსა და დუშეთში სადაც დაესწრნენ „300-ი არაგველის სახელობის“ ბავშვთა სარაგბო ფესტივალს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს ოლიმპიელ ლაშა ტალახაძის სავარჯიშო დარბაზი. ვიზიტის ბოლოს მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, რომ საქართველომ ხელი შეუწყოს ამ ქვეყნებში რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებას.
