შეხვედრა თანამშრომლობის და მემორანდუმის ფარგლებში
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის ხუთ სტუდენტს სტიპენდია დაენიშნა. შეგახსენებთ, რომ ფონდსა და უნივერისტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეს უკვე მესამე პროექტია რომელსაც ფონდი უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.
