იმედის თასი 2023
„იმედის თასი 2023“ პროდაქშენის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში მათ „ვინ ვინ არის“ გუნდს დიდი ანგარიშით 7:1 აჯობეს. საფეხბურთო ტურნირი ტელევიზიაში მდებარე სტადიონზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირში სულ 9 გუნდი მონაწილეობდა. ტრადიციულად გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომაციებში გამარჯვებულები. მსგავსი სახის ტურნირები მომავალშიც იგეგმება.
