ვირუსული აფეთქება პერუში
პერუში ეპიდემია გამოცხადდა. დენგეს სახელით ცნობილი ვირუსი სწრაფად ვრცელდება. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი მზარდია და ის 130 ათასს აჭარბებს. ცხელება, რომელსაც კოღოები ავრცელებენ, ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის ამ სეზონზე ვლინდება. თუმცა წელს შემთხვევების რაოდენობამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამასთან რეკორდულია სიკვდილიანობის მაჩენებელიც, პერუს მარტო ერთ რეგიონში, დაავადებამ 60 ადამიანი იმსხვერპლა.
