ბაიდენმა ლგბტ თემის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ლგბტქ თემის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიება პრაიდის თვის აღსანიშნავად გაიმართა. საკუთარ მიმართვაში პრეზიდენტმა გააკრიტიკა ის ოპონენტები, რომელთა მიერ ინიცირებული კანონებიც, ბაიდენის განმარტებით, ლგბტქ თემის წევრთა უფლებებს არღვევს, კერძოდ კი, ტრანსგენდერი ახალგაზრდების წინააღმდეგაა მიმართული. შეგახსნებთ, რომ ზოგიერთ შტატში, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სკოლებში, დაწყებით კლასებში მასწავლებლებს აკრძალული აქვთ გენდერთან დაკავშირებული და სექსუალური განათლების საკითხების განხილვა.
