უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიში
უკრაინული კონტრშეტევის პირველი შედეგი. უკარინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რაიონის სოფელი ბლაგა დატნოე რუსი ოუპანტებისგან გაათავისუფლეს. გენერალური შტაბის ცნობით, დასახლებას 68-ე ბრიგადის სამხედროები აკონტროლებენ. შენობებზე კი უკრაინის დროშებია აღმართული. კონტრშეტევითი ოპერაციის დაწყება უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ საღამოს დაადასტურა, თუმცა რა სტადიაშია ოპერაცია ამაზე არც ურაინის მთვარსარდალი და არც სამხედრო ჩინოსნები კომენტარს არ აკეთებენ.
