ლიხტენშტაინის პირველი დიპლომატის ვიზიტი
საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.
