ბაიდენმა ლგბტ თემის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ლგბტქი თემის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიება პრაიდის თვის აღსანიშნავად გაიმართა. საკუთარ მიმართვაში პრეზიდენტმა გააკრიტიკა ის ოპონენტები, რომელთა მიერ ინიცირებული კანონებიც, ბაიდენის განმარტებით, ლგბტქი თემის წევრთა უფლებებს არღვევს, კერძოდ კი, ტრანსგენდერი ახალგაზრდების წინააღმდეგაა მიმართული. შეგახსნებთ, რომ ზოგიერთ შტატში, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სკოლებში, დაწყებით კლასებში მასწავლებლებს აკრძალული აქვთ გენდერთან დაკავშირებული და სექსუალური განათლების საკითხების განხილვა.
