პესკოვი: პუტინი შოლცთან საუბარს ჯერ არ გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან საუბარს ჯერ არ გეგმავს. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა გაავრცელა და კრემლის ლიდერსა და გერმანიის კანცლეს შორის სატელეფონო საუბარი ამ ეტაპზე გამორიცხა. აღსანიშნავია რომ კრემლის განცხადება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, როლის მიხედვითაც ცნობლი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გეგმავს.
