ჩემპიონთა ლიგა „სიტიმ“ მოიგო
ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგა მანჩესტერ სიტიმ მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა სტამბოლში გამართულ ფინალში ინტერი მინიმალური სხვაობით ერთით ნული დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის 68-ე წუთზე ბერნარდო სილვამ გაიტანა. მანჩესტერი მილანის შემდეგ მეორე ქალაქი გახდა, რომლის ორმა გუნდმა შეძლო ლიგის მოგება.
