ეროვნული ნაკრების მზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ვილი სანიოლის გუნდს გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ. გიორგი მიქაუტაძე, კი ეროვნულ გუნდში მატჩებისთვის მზადებას დღეს დაიწყებს. საქართველოს ნაკრები უახლოეს დღეებში 2 შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი ქვეყნის გუნდი 17 ივნისს კვიპროსის, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
