ემიგრანტების სამოყვარულო თეატრის სპექტაკლი
ჰოლანდიაში მოქმედმ ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“ სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა. რეჟისორი, ბადრი წერედიანია. სპექტაკლს ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი სამღვდელოებასთან, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩან ერთად დაესწრო. საპრემიერო ჩვენებას ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველების გარდა, საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტებიც დაესწრნენ.
