ხანძარი კანადაში
კანადაში ხანძრის 426 კერას ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ტყის ხანძრების უმეტესობა კვებეკის პროვინციაშია. ცეცხლის კერების ლიკვიდაციაში ჩართულია ათას 200-ზე მეტი მეხანძრე, მათ შორის 100 ფრანგია. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ შემდეგი რამდენიმე დღე კრიტიკული იქნება.