„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია
„ქართული ოცნება“ აგრძელებს პარტიულ კონფერენციებს რეგიონებში. დღეს შეხვედრას გამართავენ ყაზბეგსა და თიანეთში, სადაც აირჩევენ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს. კონფერენციები თბილისის გარდა უკვე ჩატარდა, აჭარაში, სამცხე ჯავახეთში, მცხეთაში და დუშეთში.
