საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც დღეს და გუშინ არ ჩავრთულვართ ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში და ამას შევალიეთ მთელი ჩვენი ცხოვრება“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველ დღეს უძღვნის ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას აუმჯობესებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და „ქართული ოცნება“ იყო, ვინც წინა საარჩევნო პროგრამაში განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი.
