12 რეკომენდაციის შესრულება და რადიკალების მიზანი
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპული რეკომენდაციების შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული, ოპოზიცია კი, პირიქით, ამ პროცესს ხელს უშლის. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეკომენდაციების შესასრულებლად, დეკემბერში კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება ევროპელ მეგობრებზე, რომელთაც უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.
