შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის რაიონის სოფელ კევლიანში მდებარე ერთ - ერთი მოქალაქის კუთვნილ აგარაკზე ფარულად შეაღწიეს, საიდანაც საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს.
