ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თემთა პალატას ტოვებს
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თემთა პალატას ტოვებს. მიზეზი კოვიდპანდემიის დროს მის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებული სკანდალია. ყოფილი პრემიერი თემთა პალატას მის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო კომიტეტის მიზანი პოლიტიკიდან მისი გაძევება იყო.
