რუსთავში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
რუსთავში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ხრამის სათავე ნაგებობაზე შახტური ჭების აღდგენის პარალელურად, კომპანია ,,რუსთავის წყალი" წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას ქალაქის ტერიტორიაზეც ახორციელებს.
