აშშ-ის მორიგი სამხედრო დახმარება უკრაინას
როგორც უწყებაში განმარტეს, დახმარების ახალი პაკეტი საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის კრიტიკულად მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მოიცავს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების საერთო ღირებულება 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
