მაკრონმა თავდასხმის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა
ემანუელ მაკრონმა ქალაქ ანსში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა. მოგვიანებით კი, პრეზიდენტი ახალგაზარდა მამაკაცს შეხვდება, რომელმაც თავდასხმის დროს ბოროტმოქმედის შეჩერება სცადა. ქალაქ ანსში თავდასხმა 8 ივნისს მოხდა. სირიული წარმოშობის 31 წლის მამაკაცი ბავშვებს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ისინი მშობლებთან ერთად პარკში სეირნობდნენ. შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 მცირეწლოვანია
