კახოვკის ჰესის აფეთქებისგან გამოწვეულ წყალდიდობას, ხერსონის ოლქში 5 ადამიანი ემსხვერპლა
დატბორილ ხერსონის ოლქში მსხვერპლი გაიზარდა. ოფიციალური კიევი ადასტურებს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 13 კი უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ასობით ათასი ადამიანი კვლავ რჩება კატასტროფის ზონაში, გრძელდება სამაშველო ოპერაციაც. კახოვკის კაშხლის აფეთქებაში კიევი და მოსკოვი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ
