რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება იზრდება
ახალი რეგულაციების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება იზრდება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პაციენტის საჩივრის საფუძველზე, კლინიკებში საქმიანობის შესწავლას, მაკონტროლებელი ორგანო, სასამართლოს შუამდგომლობის გარეშე დაიწყებს. ცვლილების მიხედვით, მოიმატებს ჯარიმებიც, რომლის გადახდაც კლინიკებს დაუყოვნებლივ მოუწევს
