განათლების მინისტრი საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგთან გამართა სამუშაო შეხვედრა და მათი მოსაზრებები მოისმინა სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ. გიორგი ამილახვარმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტრო, პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს განაგრძობს
