გაყოფილი „ნაცმოძრაობა“
შექმნის თუ არა ახალ პარტიას ნიკა მელია - ამ კითხვაზე მას მკაფიო პასუხი არ აქვს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე პარტიის არაფორმალურ მმართველებზე საუბარს აგრძელებს და ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს არა ქვეყნის ინტერესი, არამედ ანგარება ამოძრავებთ. მელიასგან განსხვავებით მერაბიშვილის და კეზერაშვილის გავლენებს პარტიაში ვერ ხედავს თინა ბოკუჩავა, რომელიც მელიას ურჩევს პოლიტიკურ ჭორაობას თავი დაანებოს. განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც სადაც დარწმუნებულები არიან, რომ ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის მიზანი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებია