მეგის ქარდავას ხმაურიანი ჩვენება
მეგის ქარდავა სახელმწიფოს დევნაში, ხოლო სასამართლოს დისკრიმინაციაში და კორუფციაში ადანაშაულებს. სასტიკ საქმეებში ბრალდებულმა 160-გვერდიანი დოკუმენტის მტკიცებულებებში დართვა მოითხოვა. საუბარია დოკუმენტებზე, სადაც კელი დეგნანის , ჯინ რიშის, და დევიდ კრამერის განხადებებია მოყვანილი. ქარდავა ამით იმის დადასტურებას ცდილობს რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა , რაც სასამართლომ ქარდავას ბრალდების საქმეზე მთავარი ფიგურანტის დისტანციურად დაკითხვის გადაწყვეტილება მიიღო. ბელა როგავას წამების საქმეზე ჩვენება ტავად როგავას უნდა მიეცა , თუმცა ქარდავას შუამდგომლობის გამო სხდომა გადაიდო
