შალვა პაპუაშვილის ვიზიტი საფრანგეთში
საქართველოს დღემდე არ ააქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ მიიღო ქვეყანამ 2022 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად - ეს განცხადება საფრანგეტში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუასვილი იმედს გამოთქვამს, რომ არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც მისივე თქმით შეცდომა იყო 2023 წლის ბოლოს გამოსწორდება. შალვა პაპუაშვილი საფრანგეტის სენატის და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეებს შეხვდა. პარლამენტის ტავმჯდომარე კანდიდატის სტატუსზე, ევროინტეგრაციაზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე ესაუბრა სახელმწიფო მინისტრს ევროპის საქმეებში
