ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდება - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გერმანიის კანცლერი
უსაფრთხოება, ევროინტეგრაცია, რეგიონში შექმნილი ვითარება და ომის გავლენა - ამ თემებზე საქართველოს პრემიერი და გერმანიის კანცლერი ერთობლივად იმსჯელებენ. ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ბერლინში, დღეს გაიმართება. ეს ბოლო 10 თვის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის მესამე შეხვედრაა
