ესტონეთის პრემიერის პასუხი რასმუსენს
ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნას არ განიხილავენ. აღნიშნული განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. კაია კალასის განმარტებით, ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინას დახმარებას აქტიურად უწევენ, თუმცა უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადება არცერთ მათგანს არ გაუკეთებია. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ამ განცხადებით, ნატოს ყოფილ გენმდივანს უპასუხა. ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მიიღებს, ალიანსის წევრი ქვეყნების ნაწილი შესაძლოა, უკრაინაში საკუთარი ჯარების გაგზავნისთვის მზად იყოს
