POLITICO: ომი და ბაიდენის რეპუტაცია ერთმანეთზეა დამოკიდებული
ომში უკრაინელების შემდგომი მხარდაჭერა და ჯოზეფ ბაიდენის გლობალური რეპუტაცია უკრაინის კონტრშეტევის შედეგზეა დამოკიდებული - ეს მოსაზრება ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა „პოლიტიკოს“ გაუზიარეს. გამოცემა მაღალჩინოსნების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა წერს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტაში უკრაინის კონტრშეტევის შედეგებს მოუთმენლად ელიან. „პოლიტიკო“ წერს, რომ თუ უკრაინელები კონტრშეტევაში წარმატებას მიაღწევენ, დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური თუ სამხედრო დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება. წარუმატელობის შემთხვევაში, ეს დახმარებები ეტაპობრივად გაქრება და თეთრი სახლის ლიდერის რეპუტაციასაც ზიანი მიადგება
