ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა
რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში, დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაშავდა 3 ადამიანი. ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ. რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული და სავარაუდოდ, მისი სამიზნე ვორონეჟის საავიაციო ქარხანა იყო. ქალაქში რადიოელექტრონული სისტემების მუშაობის გამო, დრონმა მართვა დაკარგა და მიზანს ვერ მიაღწია. მოსკოვის მტკიცებით, დრონი უკრაინული წარმოების იყო
