განათლების მინისტრის შეხვედრა მასწავლებლებთან
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად გიორგი ამილახვარმა თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგთან გამართა სამუშაო შეხვედრა და სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა. გიორგი ამილახვარმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამხვილდა სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებზეც
