რუსთავის ბიუჯეტი იზრდება
რუსთავის მერი ქალაქის საკრებულოს, რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს. მიზეზი რუსთავის ბიუჯეტის 108 მილიონიდან 112 მილიონ ლარამდე ზრდა და შესაბამისად მისი დრული ათვისებაა. ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრები რუსთავის მერიის მიერ დაგეგმილ ახალ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. გაზრდილი ბიუჯეტი და ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილი ახალი ინიციატივები, რუსთავის მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე წარუდგინა
