ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს
„მე უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან მტკიცედ და იმედია, ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“ - აცხადებს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი ბრალდების საპასუხოდ. როგორც ცნობილია იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს. ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში სამშაბათს დაიბარეს. ყოფილ პრეზიდენტს ფედერალური ბრალდება უკვე მეორედ წაუყენეს. აპრილში მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, ის ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებაში დაადანაშაულა
