შვეიცარიის პარლამენტმა უკრაინის დახმარების გეგმა არ დაამტკიცა
შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ არ დაამტკიცა გეგმა, რომელიც მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში უკრაინისათვის 5 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გეგმას მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი. თანხები განკუთვნილი იყო ჰუმანიტარული დახმარების, სამოქალაქო თავდაცვისა და დანაღმული ტერიტორიების განაღმვისთვის. მანამდე შვეიცარიამ, უკრაინისთვის მომდევნო 6 წლის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების 3 პაკეტის მიწოდება დაამტკიცა
