ჯო ბაიდენისა და რიში სუნაკის შეხვედრა
ჯო ბაიდენმა და რიში სუნაკმა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და მოსკოვის აგრესია დაგმეს. თეთრი სახლის ლიდერმა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ უკრაინის მხარდაჭერით არ დაიღლებიან და კიევი სამხედრო დახმარებას მანამდე მიიღებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება
