რთული ვითარება ხერსონში
ხერსონში წყალდიდობას ებრძვიან. მდინარე დნეპრის ორივე სანაპიროდან, მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, 2300-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. პროცესს ადგილზე გაეცნო უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც საევაკუაციო ოპერაციაში ჩართულ პოლიციელებს, სამხედროებსა და მაშველებს შეხვდა. ამ დრომდე მძიმეა ვითარება ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში, სადაც 14 ათასამდე სახლია დატბორილი. მოსახლეობის დიდი ნაწილი დახმარებას ითხოვს, თუმცა ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების ნაცვლად, საოკუპაციო ძალები ხერსონის მარჯვენა სანაპიროს ცეცხლს უხსნიან და კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციის ჩაშლას ცდილობენ
