რუსული აგრესია
„ცივი ომის დასრულების შემდეგ, ვცდილობდით რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა დაგვემყარებინა, მაგრამ დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ და ცდილობდა გავლენის სფეროების აღდგენას“ - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა განზრახ აირჩია ეს გზა და უარი თქვა ისტორიული განსხვავებების აღმოფხვრაზე
