შალვა პაპუაშვილი ლევილის მამულში იმყოფებოდა
პარლამენტის თავმჯდომარემ ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოზე, გვირგვინით შეამკო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და ლევილში დაკრძალულ ქართველთა საფლავები. ადგილზე იმყოფებოდნენ ჟორდანიას შთამომავლებიც. დელეგაციამ პატივი მიაგო საქართველოს პირველი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სიმონ მდივნის ხსოვნას და შეხვდა მის შთამომავლებს. ხაზი გაესვა დიასპორასთან მჭიდრო კავშირებს
