კვამლში გახვეული ნიუ-იორკი
კვამლში გახვეული ნიუ-იორკი და ვაშინგტონი. შეერთებულ შტატებში ძლიერი კვამლი კანადაში მძვინვარე ტყის ხანძრებმა გამოიწვია. ნიუ იორკში ცნობილი ცათამბჯენების და ქანდაკებების დანახვა თითქმის შეუძლებელია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ კანადაში ხანძრებს ვერ გაუმკლავდებიან, მომწამვლელი კვამლი შტატების სულ უფრო მეტ ქალაქს დაფარავს.
